01.დეკემბერი .2015 19:00

Statoil-ი ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტში 20 პროცენტიან წილს 208 მილიონ ევროდ ყიდის

Statoil-ი ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტში 20 პროცენტიან წილს 208 მილიონ ევროდ ყიდის
views 2120
უკან

ნორვეგიული კომპანია Statoil-ი ტრანსადრიატიკული მილსადენის (ТАР) პროექტში საკუთარ 20 პროცენტიან წილს ყიდის. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წილს იტალიური კომპანია Snam-ი 208 მილიონ ევროდ შეისყიდის.
 
გარიგების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. "როიტერსის" ინფორმაციით, იტალიურმა კომპანიამ წილის შესყიდვის შესახებ თანხმობა უკვე განაცხადა. კომპანია Statoil-ს თანხის ნაწილს აქციების სახით გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ТАР-ი დაახლოებით 870 კილომეტრის მილსადენის პროექტია, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება. პროექტის საწყისი გამტარუნარიანობა 10 მლრდ კუბური მეტრი იქნება.