მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე გარე ვაჭრობის მოწესრიგებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს

62d7c67098831
მარიამ იზორია
20.07.22 13:57
666
დედაქალაქის მერია გარე ვაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარე მოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ.

"ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანახმდა, თუმცა იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარე ტერიტორიაზე განაგრძობდა.

კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით", - აღნიშნა კალაძემ.