მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინფრასტრუქტურის ჩავარდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა”- ეკონომიკის მინისტრი

62470c148cf13
BM.GE
01.04.22 18:42
1095
“დიახ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საქართველომ განავითაროს ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის ჩავარდნა ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, პრიორიტეტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა - არსებული პორტების მოდერნიზაცია და ანაკლიის პროექტის მშენებლობის გაგრძელება. ამ მხრივ მინისტრი ამბობს, რომ პროექტით დაინტერესებული ინვესტორები უკვე არსებობენ.

“როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ მიმართულებებზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე. კრიტიკულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ძალიან მნიშვნელოვანი როლი გააჩნია, მათ შორის არსებული პორტების რეაბილიტაციას და თვენახევრის წინ მოწმე გავხდით ფოთის პორტის ახალი ტერმინალის გახსნის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პორტის, ანაკლიის პორტის აშენება.

როდესაც ვსაუბრობთ პორტებზე, ყველა პორტი, რომელიც კეთდება ეს არის გათვლილი უფრო მაღალი ტვირთამწეობის გემებზე. ანაკლიის პორტი საკმაოდ კომპლექსურია. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი უკვე არის და ინტერესს გამოხატავს და სახელმწიფოსთან ამაზე უკვე საუბრობს.

ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა, ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები. ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები და დასკვნები გაკეთებული. ანაკლიის საკითხის მოგვარება რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავის მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენ ჩვენი პოზიცია წარმოვადგინეთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე საკუთარი ტვირთების კასპიის ზღვის, შემდგომ კი კავკასიის დერეფანზე გადამისამართებას გეგმავს, რაც მათ შორის ქართული რკინიგზის და პორტების დატვირთვის ზრდასაც გულისხმობს.