16.აპრილი .2021 22:48

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - პირველ კვარტალში ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4%-ით შესრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - პირველ კვარტალში ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4%-ით შესრულდა
views 189
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4%-ით შეასრულა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, 3 თვის გეგმა 342.4 მლნ ლარი იყო, საკასო ხარჯმა კი 364.3 მლნ ლარი შეადგინა (გადაჭარბება 21.9 მლნ ლარია).

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 თვის დამტკიცებულ გეგმას, შესაბამისად, 18%-ით და 16%-ით გადააჭარბეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაზუსტებული გეგმის 96%, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კი 94% აითვისა.

რაც შეეხება კრედიტებისა და გრანტების ნაწილს, სამინისტრომ პირველი კვარტალის გეგმას 24.7 მლნ ლარით გადააჭარბა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.