30.სექტემბერი .2019 14:23

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2020 წელს წყალმომარაგების პროექტების დაფინანსებას 40 მლნ–ით ზრდის

views 168
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტში წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება 40 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

"წყალმომარაგება სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამ მიმართულებით 2019 წელს 30%-ით გავზარდეთ ბიუჯეტი, თუმცა 2020 წლისთვის შევძელით კიდევ გამოგვენახა რესურსი და გაგვეზარდა ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით, რაც დაახლოებით 18%-იანი ზრდაა. ამ ბიუჯეტით ჩვენ შევძლებთ სხვადასხვა მასშტაბის პროექტების დასრულებას და მთლიანობაში, 70 000 ადამიანის წყალმომარაგების გამართული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.