30.სექტემბერი .2019 14:11

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2020 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საგზაო პროექტებს მოხმარდება

views 193
უკან

"წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია, მომავალ წელს კი დამატებით 70 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ", - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.

"ყველაზე დიდი წილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოდის და პირველ რიგში, მოიცავს საერთშორისო მაგისტრალებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი.

2020 წელს აქტიურ ფაზაში გადავა ისეთი დიდი პროექტები, როგორებიცაა რიკოთის უღელტეხილისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზების მშენებლობა, დასრულდება ისეთი მონაკვეთები, როგორებიცაა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემოვლითი 41 კმ-იანი მონაკვეთი, სამტრედია-გრიგოლეთის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთი და სხვა", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წელს, მთლიანად, მილიარდ 315 მილიონი ლარი მოხმარდება ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სულ, მომავალ წელს, რეგიონებში 600 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია-შეკეთების სამუშაოების განხორციელდება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა