მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: I კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106%-ით შევასრულეთ

5e8722a8a76f9
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 19:40
659
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3%-ით შეასრულა.

აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, 3 თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

„სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 72%-ით არის მეტია.

შესრულებული 3 თვის საკასო ხარჯი წლიური დამტკიცებული გეგმის 21%-ია, შარშან კი 12% იყო. გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებმა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ნაწილში, პირველი კვარტლის გეგმას 26 მილიონი ლარით გადააჭარბა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.