მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებს და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს

5e6f7b3ad5453
ინგა მურუსიძე
16.03.20 17:41
523
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს სამინისტროს შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით, - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება.

„მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ვებგვერდზე (www.mrdi.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) საშუალებით.

მოქალაქეთა განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების მსგავსი წესი გავრცელდება სამინისტროს
დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზეც. სპეციალური ყუთის მეშვეობით კორეპონდენციას მიიღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი“, - აცხადებენ სამინისტროში.