15.აგვისტო .2019 15:00

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: "კონტი ჯგუფის" გასვლის შესახებ ჩვენც დღეს გავიგეთ

views 597
უკან

ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯავახაძის განცხადებით, „კონტი ჯგუფის“ მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია მათთვისაც დღეს გახდა ცნობილი.

როგორც bm.ge-თან ჯავახაძე განმარტავს, კონსორციუმს აღნიშნულ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"კონტი ჯგუფი" ჯერ კიდევ კონსორციუმის მენეჯმენტიდან გავიდა 2018 წლის 6 დეკემბერს და მას შემდეგ ის ფაქტობრივად კომპანიის ინვესტორთა ბორდში აღარ მონაწილეობდა, მათ შორის მოლაპარაკებებში არ იღებდა მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, ის რჩებოდა ერთ-ერთ მსხვილ აქციონერად. მისი გასვლის შესახებ ინფორმაცია ჩვენც დღეს შევიტყვეთ. კონსორციუმის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია. აქვე აღვნიშნავ, რომ კონსორციუმის აქციებში ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია ოქროს წილი პროექტში და აქედან გამოდმინარე, იმისთვის რომ აქციონერთა სტრუქტურა შეიცვალოს, საჭიროა მთავრობის წერილობითი თანხმობა.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია ის ინფორმაცია. ამ ეტაპზე გამიჭირდება შესაძლო შედეგებზე საუბარი, იმიტომ რომ ეს სკითხი ჩვენც უნდა შევისწავლოთ, კონსორციუმთან კომუნიკაცია უნდა შედგეს და ამის მიხედვით შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას.

თავის დროზე "კონტის" მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ კონსორციუმმა გაიმარჯვა ტენდერში. შეფასებებისგან თავს შევიკავებთ მანამდე, სანამ მეტი დეტალი არ გევცოდინება", - აცხადებს bm.ge-თან ინტერვიუში ჯავახაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა