მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 10 თვეში წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა

5dc3bea98bfec
BM.GE
07.11.19 10:45
622
2019 წლის 10 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1 მილიარდ 480 მილიონ 100 ათასი ლარი მოახმარა.
შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 74%-ით აქვს შესრულებული.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების 10 თვის ათვისება გადანაწილდა შემდეგნაირად:

- საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 944 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 73%-ია;
- სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფოდნი - 281 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 80%-ია;

- შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 192 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 77%-ია და

- შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 14 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 76 %-ია.

წინა წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 626 მილიონი ლარით ანუ 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.