28.ივნისი .2020 10:14

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ავტობუსი შეისყიდა

views 351
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ქუთაისს - 60, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.

„ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“ უზრუნველყოფს 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117 ცალი 8.5-მეტრიანი და 58 ცალი 10-მეტრიანი ავტობუსების მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივად მიწოდებას.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს“, – განმარტავენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა