მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პლაჟების მოსაწესრიგებლად ქვიშის საცრელი მანქანები შეიძინა

647c586ef101b
BM.GE
04.06.23 13:20
4026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში არსებულმა "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების  სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა. აქედან, 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach Tech), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა, 7 თვითმცლელი ტრაქტორი, 3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანაა.

"ამასთანავეე, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით შეძენილი იქნა 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა.

ახალი სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.