მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკორექტირებული ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა - ცქიტიშვილი

5fdb47a34f164
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 16:13
744
2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„პანდემიამ დიდი ასახვა ჰპოვა ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტზე. ჩვენი სამინისტროს დაფინანსება 2.7 მლრდ ლარიდან 251 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად პირველი ტალღის პროცესში არ შეგვიჩერებია არც ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. მეტიც, ჩვენ სპეციალური ნებართვებით უზრუნველვყოფდით უცხოელი სპეციალისტების შემოყვანას და დღესაც მიუხედავად გამოწვევებისა ყველა ობიექტზე ხდება როგორც შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვა, ასევე ჩვენი კონტრაქტორებისა და მუშების უსაფრთხოების დაცვა.

ამ პროცესში ჩვენ უკვე დღეს გადაჭარბებით ვასრულებთ ბიუჯეტს, რომელიც 101.4%-ით არის შესრულებული, რაც 106 მლნ ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.