მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

62ea58ad42e0c
გიორგი თოლორდავა
04.08.22 15:22
785
ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

რიგით მეექვსე გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 1.75%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 9.4%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, მაშინდელ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ცხრიდან საბჭოს სამი წევრი განაკვეთის 0.50%-იან ზრდას უჭერდა მხარს.

გასულ თვეს აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთის 0.75%-ით ზრდის გადაწყვეტილება მიიღო; ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი მონეტარული პოლიტიკა 50 საბაზო პუნქტით გაამკაცრა.