22.სექტემბერი .2022 15:17

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
views 377
უკან

ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

რიგით მეშვიდე გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 2.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 9.4%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 0.50%-ით აგვისტოშიც გაამკაცრა.

გასულ 24 საათში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო. FED-ის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 75 საბაზო პუნქტი შეადგინა, რის შედეგად, აშშ-ში მონეტარულმა პოლიტიკამ 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე მკაცრ ნიშნულს, 3.0 - 3.25%-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა