მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში დაგვიანებულ მშობლებს დააჯარიმებენ

5e20a7fe259db
BM.GE
17.01.20 00:10
1012
ინგლისში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლა Holy Trinity in Gravesend-ი აპირებს მშობლებისთვის ჯარიმები დააწესოს, რომლის მიხედვითაც, მშობლები, რომლებიც ბავშვების დღის ბოლოს სკოლიდან გაყვანას დააგვიანებენ, დაჯარიმდებიან.

„ბიბისის“ ცნობით, ყოველი 5 წუთის დაგვიანებაზე ჯარიმა 1 ფუნტი სტერლინგი იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „განათლების ეროვნული კავშირი“, რომელიც შიშობს, რომ სადამსჯელო ღონისძიებები საფრთხეს შეუქმნის მშობლებთან პოზიტიურ კავშირებს.

თავად სკოლის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლებისთვის უწევთ დამატებითი დროისთვის ზეგანაკვეთურის ანაზღაურება, რადგან მშობლები დათქმულ დროს აცილებენ და შვილების გაყვანას აგვიანებენ. ეს კი სკოლაში უკონტროლო სიტუაციას ქმნის და სასწავლებლის ფინანსებზეც გავლენას ახდენს.
ამასთან, როგორც სკოლის უფროსი მასწავლებელი აცხადებს, მოსწავლეები, რომელთანაც მშობლები იგვიანებენ, ხშირად აღენიშნებათ შფოთვა და სტრესი.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჯარიმები იმ შემთხვევაში არ იმოქმედებს, როდესაც დაგვიანების გონივრული მიზეზი არსებობს, მაგალითად, ავადმყოფობა, სტიქიები, ავარიები. ამასთან, თავდაპირველად მშობლები სამ გაფრთხილებას მიიღებენ. შემდეგ კი დაჯარიმდებიან. სკოლაში აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ იციან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის.