Inn Group-ი სასტუმრო ბიზნესს ავითარებს და წყალტუბოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ამოქმედებას 2023 წლის გაზაფხულისთვის გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.
დაახლოებით 100-ნომრიანი სასტუმროს პროექტი რესტორანს, ბოულინგ ცენტრს, ორ აუზს, სპას და სპორტდარბაზს მოიცავს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 13-დან 15 მლნ ლარამდეა, ამოქმედების შემდეგ კი კომპანია დამატებით 70-100 ადგილობრივის დასაქმებას შეძლებს.
„ეს იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო სადაც დამსვენებელი „ოლ ინქლუზივ“ მომსახურებას მიიღებს კვებით დაწყებული, გასართობი ცენტრებით დასრულებული.
გვინდა სტუმრებს სამჯერადი კვება შევთავაზოთ, რათა ისინი გრძელვადიანი დასვენებისთვის მოვიზიდოთ. ვეცდებით ჩვენი სერვისის მიღება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ამ ეტაპისთვის ველით არქიტექტორის დასკვნას და პროექტის საბოლოო დეტალების დამტკიცებას. როგორც კი გვექნება პროექტი და მივიღებთ ნებართვას დავიწყებთ მშენებლობას. შენობა დაახლოებით 80-იან წლებში აშენდა, კერძო პირის იყო და გვთხოვეს მმართველობაში აგვეღო. მთავარია ნებართვა დროულად მივიღოთ და აქედან გამომდინარე სასტუმროს ამოქმედებას მომავალი წლის მაისისთვის ვფიქრობთ“, - უთხრა BM.GE-ს კოკაიამ.
Inn Group-ის ხელმძღვანელი გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით სტრატეგიულ ბაზრებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ამ მხრივ დაინტერესება დიდია ყაზახეთიდან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი