“ეჭვები, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნა ეპიდვითარებას გააუარესებს, არასწორია”- ამის შესახებ BM.GE-ის Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა. კოკაიამ უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არის საშიშროება -სასაზღვრო ზოლში საცობები წარმოიქმნას.
ერეკლე კოკაიას განმარტებით, ეს შეფასება არასწორია, რადგან როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შეზღუდვები სრულად მოხსნილია, ტურიზმი სრულად მაინც არ აღდგა.
„არასწორი დამოკიდებულებაა ისაა, რომ ფიქრობენ - საზღვრებს რომ გახსნიან, აუცილებლად რიგი იქნება და მოაწყდება ხალხი, მაგრამ უკვე გვაჩვენებს სხვა ქვეყნების პრაქტიკა, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით არსად არ არის სრულყოფილად ტურიზმის აღდგენილი: მაგალითად, სომხეთში, სადაც ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, მაინც არ არის ტურიზმი აღდგენილი. შესაბამისად, ეჭვები, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნა ეპიდვითარებას გააუარესებს, არასწორია. მითუმეტეს ჩვენ საუბარი არ გვაქვს ნებისმიერ ტურისტზე, ჩვენ ვსაუბრობთ აცრილ ან გატესტილ ადამიანებზე”-აცხადებსInn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.
ცნობისთვის, გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის ინიციატივას, სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტებით უპასუხა. მინისტრის განმარტებით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო არის საშიშროება, რომ სასაზღვრო ზოლში საცობები წარმოიქმნას.
ტიკარაძე გამოწვევებს შორის ასახელებს იმასაც, რომ დღემდე არ გვაქვს მკაფიო პასუხი იმაზე, თუ როგორ ვიქცევით, თუ ტურისტს ინფექცია უდასტურდება, სახელმწიფო იღებს ამ მოქალაქეს თუ აბრუნებს ქვეყნიდან. მინისტრის განმარტებით, გამოწვევაა კოვიდ დაზღვევის საკითხიც. აღნიშნულ არგუმენტებს არ ეთანხმება კერძო სექტორი და მთავრობას სახმელეთო საზღვრების დროულ გახსნას თხოვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი