Inn Group გორსა და ქუთაისში სასტუმროებს აშენებს, რომლთა გახსნაც 2022 წლის მაისში იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა. კოკაია ამბობს, რომ ქუთაისში მდებარე სასტუმრო 100 ნომრიანი, ხოლო გორში აშენებული 120 ნომრიანი იქნება. საწყის ეტაპზე ორივე სასტუმროში 150-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
“ქუთაისში სასტუმროს მშენებლობა მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწვიტეთ. მოგეხსენებათ იქ აეროპორტია და მის გარშემო ბევრი საინტერესო ტურისტული ობიექტია. რაც შეეხება გორს, ვფიქრობთ, რომ ეს ქალაქი ვერ იყენებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო ადგილმდებარეობაა მის გარშემო. მათ შორის გორის მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი მუზეუმია, ასევე უფლისციხე. ამის მიუხედავად, ქალაქს არ ეტყობა, რომ ტურისტულად საინტერესოა. ამიტომ, გვინდოდა ქალაქისთვის ახალი, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი შეგვემატებინა”,-ამბობს კოკაია.
ორივე სასტუმრო ე.წ 4+ ის კატეგორიას მიეკუთვნება. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, Inn Group-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობას ვერ დაასახელებს, თუმცა კომპანიას ორი სასტუმროს მშენებლობისთვის ბანკიდან სესხის აღება მოუწია.
“ვფიქრობთ, მომავალ წელი ტურიზმის სექტორისთვის შედარებით უკეთესი იქნება და დატვირთულობაც მაღალი გვექნება”,-ამბობს კოკაია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი