მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინელი მომხმარებლები დღემდე გვეკითხებიან, როდის განვაახლებთ პროდუქციის გაგზავნას" - "ჩაროზი"

628a4a8ec45b6
თათია კაკიაშვილი
22.05.22 22:30
1044

„უკრაინელი მომხმარებლები დღემდე გვწერენ და გვეკითხებიან, როდის განვაახლებთ მათთან პროდუქციის გაგზავნას,“ - ამის შესახებ BMG-ის კომპანია „ჩაროზის“ თანადამფუძნებელმა მეგი ჯიშიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა „ჩაროზის“ პროდუქცია რუსეთის და უკრაინის ბაზრებზეც გადიოდა, ომის გამო კი - შეწყდა, კომპანიის წარმოებამ 25%-ით იკლო.

„ორწლიანი პანდემიის და ლოქდაუნების შემდეგ, ჩვენს კომპანიას არაერთი გეგმა ჰქონდა. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ჩვენი პროექტები შეჩერდა, კონტრაქტები გაუქმდა. მთლიანობაში, შემოსავლის 25% დავკარგეთ. პრობლემას ქმნის ნედლეულზე, კომუნალურებსა და საწვავზე გაზრდილი ღირებულებაც," - განაცხადა მეგი ჯიშიაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ჩაროზი“ 8 სახეობის მინიატურულ ჩურჩხელას და სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, კომპანიის დამფუძნებლები საჭირო ინგრედიენტებს კი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყიდულობენ. ამასთან, მეგი ჯიშიაშვილის თქმით, სეზონის შესაბამისად, პროდუქციის გამრავალფეროვნება იგეგმება.

„ჩვენ გვაქვს ჟელიბონის ალტერნატივა „ჩარო“, რომლის გამრავალფეროვნებაც იგეგმება ჟოლოთი, მარწყვით და სხვადასხვა სეზონური კენკრით“, - განაცხადა ჯიშიაშვილმა.

ამ ეტაპზე „ჩაროზის“ ტკბილეულობა ექსპორტზე სამ ქვეყანაში: საფრანგეთში, იაპონიასა და პოლონეთში მცირე პარტიებით გადის.