მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 19.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

627e28a9323fc
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.22 16:00
1583
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბიზნეს კონსულტანტი ორგანიზაციის შესარჩევად 19,5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ამ საკონსულტაციო კომპანიამ საქართველოში სტრატაპების განვითარებისთვის უნდა იმუშაოს.

“შესყიდვის ობიექტია - აქსელერაციის პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე გასვლა,”- ნათქვამია ტენდერის აღწერაში.

ინოვაციების სააგენტო მოითხოვს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ (პირდაპირ ან სხვათა დახმარებით) დააფუძნოს არანაკლებ 2,000,000 დოლარის მოცულობის ფონდი, რომელიც “Seed” კაპიტალის სახით დააფინანსებს ქართულ სტარტაპებს. ამასთანავე, კომპანია ვალდებულია განახორციელოს 4 მილიონი დოლარის მარკეტინგული აქტივობები.

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:

• მსოფლიო დონის აქსელერაციის პროგრამების მართვის არანაკლედ 8 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით (B2B, B2C);
• სტარტაპების აქსელერაციის გავლის შედეგად მიღებული არანაკლებ 3 უნიკორნი (სტარტაპ კომპანია, რომლის ღირებულება აღემატევა 1 ბილიონ აშშ დოლარს);
• მსოფლიო დონის გლობალურ ქვეყნებში (არა მხოლოდ იმ ქვეყანაში სადაც რეგისტრირებულია კომპანია) აქსელერაციის პროგრამების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით (B2B, B2C);
• მსოფლიო დონის ქვეყნებში, სადაც არის განვითარებადი ეკოსისტემა (developing ecosystem) აქსელერაციის პროგრამების მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვა შესყიდვა 2022-2026 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. წლების მიხედვით, თანხა ასე ნაწილდება:

1. 2022 წელი – 3 050 000 ლარი;
2. 2023 წელი - 4 118 000 ლარი;
3. 2024 წელი - 4 118 000 ლარი;
4. 2025 წელი - 4 118 000 ლარი;
5. 2026 წელი - 4 118 000 ლარი.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 2 ნაკადის აქსელერაცია (ერთ ნაკადში მინიმუმ 15 კომპანია, შესაბამისად 30 კომპანია წლის განმვლობაში).