მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციური დაბეგვრის სისტემა და შემცირებული რისკის მქონე პროდუქტები

601d4d2212e3d
BM.GE
05.02.21 16:44
795
დღეს მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სისტემების მთავარ გამოწვევას კლიმატური ცვლილება, ბიომრავალფეროვნების განადგურება, გარემოს დაბინძურება და დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობაზე განხორციელებული ნეგატიური ზეგავლენა წარმოადგენს.

ამ პრობლემასთან ბრძოლა კი მხოლოდ გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის მმართველი ორგანოები განსხვავებულ ინსტრუმენტებს იყენებენ, მათ შორის არის: რეგულაციები, ლიცენზიები, ავტორიზაცია და გადასახადები.

ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს პროპორციული ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც საგადასახადო ვალდებულების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში პროდუქტის მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა თუ ბენეფიტებს ითვალისწინებს. დიფერენცირებული გადასახადის დაწესება ხელს უწყობს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნის ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება გარემოზე.

პროპორციული ფისკალური პოლიტიკის ეფექტურობის განსაზღვრა სხვადასხვა ქვეყნისა და პროდუქტის მაგალითზე არის შესაძლებელი:

ელექტრო ავტომობილები 

გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მანქანის გამონაბოლქვი წარმოადგენს. ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები საუკეთესო საშუალებად ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრო მანქანების გავრცელების ხელშეწყობას მიიჩნევენ.

ჰონგ-კონგი იყო პირველი, სადაც ელექტრო მანქანებზე დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა დაწესდა. ამ ინიციატივის მიზანს კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენდა. განხორციელებული ინიციატივის შედეგად, ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტრო მანქანების რაოდენობა. თუ, 2010 წელს ჰონგ-კონგში მხოლოდ 7 ელექტრო მანქანა იყო რეგისტრირებული, საგადასახადო ინიციატივის შედეგად, სულ რაღაც 7 წელიწადში კი ქვეყანაში ელექტრო მანქანების რაოდენობა 10 601-ს გაუტოლდა.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ნორვეგიაშიც, სადაც ავტომობილების შეძენის, მფლობელობის, გადაზიდვისა და საბაჟო ხარჯებისგან მოსახლეობის გათავისუფლების შედეგად, 2020 წელს ელექტრო მანქანების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 300%-ით გაიზარდა, და მათი რიცხვი 76 804-ს გაუტოლდა.

ჰაერის დაბინძურება

კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურების 85% არასაგზაო გამონაბოლქვის შედეგია. 2008 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის მთავრობამ, ტრადიციული საწვავის მოხმარებისა და გარემოში გამოყოფილი გამონაბოლქვის შესამცირებლად, დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შემოიღო და მიზნად დაისახა 2050 წლისთვის გარემოში გამოყოფილი სათბურის აირების 80%-ით შემცირება,

განხორციელებული ინიციატივის შედეგად, გამონაბოლქვზე დაწესებული გადასახადი 70-75% სათბურის აირებზე და დამატებით ძრავის საწვავზეც გავრცელდა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის საწვავი განსხვავებული რაოდენობით CO2-ს გამოყოფს, მათზე დაწესებული გადასახადის ოდენობაც ზიანის დონის მიხედვით განისაზღვრა.

შედეგად, კანადის პროვინციაში 2007-2014 წლებში სათბურის აირების გამოყოფა 5.5%-ით შემცირდა.

პოლიეთილენის პარკი

გამონაბოლქვის გარდა, გარემოს დაბინძურებას პოლიეთილენის პარკიც იწვევს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სტატისტიკის თანახმად, გარემოს არადეგრადირებადი პარკებით დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 100 000 წყლის ბინადარი იღუპება.

გარემოზე განხორციელებული ნეგატიური ზეგავლენის შემცირების მიზნით, 2002 წელს ირლანდიის მთავრობამ პოლიეთილენის არადეგრადირებად და ბიოდეგრადირებად პარკებზე დიფერენცირებული გადასახადი დააწესა და პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც გადასახადი არა მწარმოებელს, არამედ თავად მომხმარებელს დაეკისრა.

ინიციატივის შედეგად, არადეგრადირებადი პარკების მოხმარება 94%-ით შემცირდა.

SNUS

მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემების მთავარ გამოწვევას, ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, ტრადიციული თამბაქოს მოხმარებაც წარმოადგენს. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ამ პრობლემის გადაწყვეტაში ინოვაციური ტექნოლოგიების - უკვამლო მოწყობილობების შესაძლო ბენეფიტებსაც განიხილავს, რომელიც პოტენციურად ნაკლები რისკის მატარებელია.

SNUS-ი ერთ-ერთ ასეთ მოწყობილობას წარმოადგენს. შვედეთში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და რისკების შემცირების მიზნით, ქვეყნის მთავრობამ დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შემოიღო.

განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავდა ტრადიციულ სიგარეტზე გადასახადების ზრდას, ხოლო SNUS-ზე გადასახადების არსებული დონის შენარჩუნებას. ინიციატივის შედეგად, ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 7%-მდე შემცირდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ SNUS-ის მოწყობილობა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” IQOS-ის მოწყობილობის მსგავსად, FDA-ს მიერ მინიჭებული მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის სტატუსითა და აშშ-ში მარკეტინგის ავტორიზაციის უფლებით სარგებლობს.

ექსპერტების განცხადებით, დიფერენცირებული გადასახადების სისტემას აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების საზოგადოებაში გავრცელებასა და გარემოზე განხორციელებული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას.