კომპანია NOVUS მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საქართველოში მშენებლობის მართვის სფეროში წამყვანი კომპანია შპს CMC-სა და ცნობილი, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების ექსპერტის, თურქეთის მოქალაქე ბურაკ იაზიჩიოღლუს მიერ დააარსდა. CMC ახორციელებს სამშენებლო პროექტების მართვას 2009 წლიდან და როგორც წამყვანი მენეჯმენტ კომპანია ფლობს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. ბურაკ იაზიჩიოღლუ არის მაღალკვალიფიციური ექსპერტი, რომელიც გამორჩეულია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, მათ შორის საქართველოს ბაზარზე.
ბურაკ იაზიჩიოღლუ 10 წელზე მეტი გახლდათ თურქული საკონსულტაციო კომპანია KARINA-ს წარმომადგენელი, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ერთადერთი კომპანია იყო და გააჩნდა ცნობილი საერთაშორისო ბრენდების აკრედიტაცია (სასტუმროების გლობალური ქსელის ოპერატორებისა და ინდუსტრიული სექტორის ცნობილი ბრენდების, რომლებიც მოითხოვენ პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებას).
NOVUS-ის საქმიანობის სფერო მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების (FLS – Fire Life Safety) შემდეგ მომსახურებებს:
პროექტირების ეტაპი:
საპროექტო ნახაზების მომზადება ტექნიკური სპეციფიკაციებითა და მასალების ჩამონათვალით;
ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიის და პროექტის რევიზიის ანგარიშების მომზადება;
საინჟინრო გაანგარიშებების წარმოება და სახანძრო საინჟინრო სისტემების ანალიზი
სამუშაოების განხორციელების ეტაპი და სამშენებლო მოედანზე ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოები:
სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა
ტესტირება/გამოცდა, ექსპლუატაციაში მიღება და სერტიფიცირება
არსებული შენობა/ნაგებობების FLS შეფასება (FLS აუდიტი)
სატრენინგო მომსახურება:
სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები და პროექტირების წესები
სახანძრო ევაკუაცია
სხვა სახანძრო უსაფრთხოების საკითხები
ზემოხსენებულ სამუშაოებს NOVUS განახორციელებს საქართველოში, თურქეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
NOVUS-ის თანამშრომლები არიან SFPE და NFPA-ს წევრები და ხელმძღვანელობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
FLS-ის მოთხოვნები საქართველოში რამდენიმე წლის წინ გახდა სავალდებულო, რაც განსაზღვრულია 41-ე დადგენილებით და მასთან დაკავშირებული NFPA სახანძრო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სტანდარტებით. შესაბამისად, კომპანია ნოვუსი ქართულ ბაზარს შესთავაზებს ყოვლისმომცველ მომსახურებას FLS-ის მიმართულებით, მათ შორის პროექტირებასა და პროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
კომპანიის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას, პროექტების შესრულებას მსოფლიოში აკრედიტებული ხანძარსაწინააღმდეგო და სიცოცხლის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
info@novus-fls.com
+995577315146
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას