მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინსპექციამ შეგვამოწმა, თუმცა არ დავუჯარიმებივართ - "ხიდი"

61ab46d73a519
მარიამ ვარადაშვილი
04.12.21 14:42
1780

შრომის ინსპექციის წარმომადგენლები გუშინ, კლუბ “ხიდზე” იმყოფებოდნენ, თუმცა ადგილზე ჯარიმის ოქმი არ გამოუწერიათ. ამის შესახებ BMG-ის კლუბის წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ განუცხადა. მისი თქმით, უთხრეს, რომ ხვალ დაჯარიმდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებიათ. 

21–თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს, კლუბმა “ხიდმა”, მწვანე პასპორტის ამოქმედებასთან ერთად, მუშაობა განაახლა. როგორც ებრალიძე გვეუბნება, შრომის ინსქეციის წარმომადგენლები კლუბში საპატრულო ეკიპაჟთან ერთად მივიდნენ. 

“გუშინ, ღონისძიების დროს შრომის ინსპექცია, საპატრულო ეკიპაჟთან ერთად იმყოფებოდა კლუბის ტერიტორიაზე. დაათვალიერეს ობიექტი, ჯერჯერობით არ ვიცით დაჯარიმება მოხდა თუ არა, რადგან თავად ნახეს, რომ ღონისძიება ტარდებოდა კოვიდ-რეგულაციის დაცვით, სივრცეში მხოლოდ “მწვანე სტატუსის” მქონე პირები იყვნენ. 

გასვლისას თქვეს, ხვალ გამოვწერთ ჯარიმასო, ვნახოთ. ჩვენ ამ ჯარიმის ჩათვლას არ ვაპირებთ. 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა “მწვანე პასპორტის” სისტემა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამით და იმაზე მკაცრად ვიცავთ წესებს, ვიდრე დაშვებულია ქვეყანაში,”-აცხადებს ებრალიძე. 

მისი თქმითვე, იმ შემთხვევაში თუ ინსპექცია დააჯარიმებთ, ამას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

BMG დილიდან ცდილობს ამ საკითხზე ინფორმაციის მიღებას ჯანდაცვის სამინისტროსგან. ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ ინსპექციის ხელმძღვანელსაც, თუმცა ბექა ფერაძე არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებას არ პასუხობს. მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.