მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუტი ვიზალიბერალიზაციისთვის სერიოზული წინაპირობა იყო - ჰარცელი

61f8f53ea781e
ინგა მურუსიძე
01.02.22 13:00
705
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუტი ვიზალიბერალიზაციისთვის სერიოზული წინაპირობა იყო და ამ სერვისის გაძლიერებისთვის ევროკავშირმა სერიოზული რესურსი ჩადო.

ეს განცხადება ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორლონდა თოლორაიასა და დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. 

„მე უკვე გამოვთქვი სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში საახალწლოდ მოხდა; როგორც ვნახეთ, პროცესი იყო ნაჩქარევი, რათა არ ყოფილიყო საკმარისად ინკლუზიური ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის თვალსაზრისით და უზრუნველეყო სათანადო გარანტიები ამ სამსახურის გამართული ფუნქციონირების შესახებ. არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, გამემართა დისკუსია მიღებული გაკვეთილების საფუძველზე და როგორ უნდა უზრუნველგვეყო ის, რომ ეს სამსახური სწორი მიმართულებით განვითარებულიყო მომავალში, თუმცა ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ყველა ყოფილიყო ბორტზე, რათა უზრუნველგვეყო ამისთვის სათანადო მხარდაჭერა.

ევროკავშირმა ამ მიმართულებით და ამ სერვისის გაძლიერებისთვის ბევრი რესურსი ჩადო, სახელმწიფო ინსტიტუტი წინაპირობა იყო ვიზალიბერალიზაციისთვის. ამ სამსახურის ფუნქციები მნიშვნელოვანია გამოძიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის შეშფოთებები, რაც დაინტერესებულმა მახრეებმა გამოხატეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. ინიციატივა დაჩქარებულად, დეკემბრის ბოლო დღეებში განიხილეს, ხოლო გადაწყვეტილება 1-ელი მარტიდან შედის ძალაში.