მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instagram-ი ფოტოშოფით დამუშავებული ფოტოების კონტროლს იწყებს

5e20339a0b699
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.20 23:40
10666
სოციალურმა ქსელმა Instagram-მა, რომელიც კომპანია Facebook-ს ეკუთვნის, ყალბი ამბების გავრცელების შესაჩერებლად დაფოტოშოპებულ გამოსახულებებთან ბრძოლა დაიწყო. ამის შესახებ Tech Radar-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფოტოშოპით შეცვლილი ფოტოები ამიერიდან ისე იქნება მონიშნული, როგორც ყალბი კონტენტი.

ამასთან, სოციალური პლატფორმა ასეთი ფოტოების სრულ ფორმატში ჩვენებას აღარ დაუშვებს. ისინი გამომქვეყნებლის პროფილზე ჩვეულებრივად გამოჩნდება, თუმცა როდესაც გამომწერები მის გახსნას მთლიან ეკრანზე შეეცდებიან, ისინი დამახინჯებული მასალის შესახებ გაფრთხილებას დაინახავენ.