21.იანვარი .2020 15:40

Instagram-ი IGTV-ის ღილაკს გააუქმებს

views 451
უკან

Instagram-ი IGTV-ის ღილაკის გაუქმებაზე აცხადებს. IGTV-ის ღილაკი მესიჯის გვერდით, მარჯვენა ზედა კუთხეში იყო. ამის შესახებ  CNN-ი წერს.

კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება ღილაკის ნაკლები პოპულარულობით ახსნა, რადგან მომხმარებლები აღნიშნულ ღილაკს არასდროს იყენებდნენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Instagram-ის მომხმარებელი ვიდეოებს უფრო მთავარ კედელზე „სქროლვისას“ ნახულობდა და სწორედ ამან გამოიწვია ღილაკზე ნაკლები მოთხოვნა.

აღსანინშავია, რომ Instagram-მა IGTV-ის, იგივე ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია მომხმარებლებს 2018 წლის ივნისში შესთავაზა. IGTV-ის სერვისის ამოქმედებამდე Instagram-ზე მაქსიმუმ 1-წუთიანი ვიდეოების, „ისტორიაში“ კი 15-წამიანი ვიდეოების განთავსება იყო შესაძლებელი.