მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instagram-ი მომხმარებელს აცნობებს, როდის უნდა დაისვენონ აპლიკაციისგან

61af62c45570a
თათია კაკიაშვილი
08.12.21 00:30
696
Instagram-ი მომხმარებლისთვის ახალ ფუნქციას აანონსებს: აპლიკაცია აქტიურ ანგარიშებს აცნობებს, როდის უნდა დაისვენონ მისი გამოყენებისგან. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ სიახლით კომპანია მიზნად ისახავს მომხმარებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც ორიოდე თვის წინ Instagram-ის თინეიჯერი მომხმარებლისთვის პრობლემად სახელდებოდა.

ახალ ფუნქციას Take a Break ჰქვია, რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებს, აპლიკაციის გარეშე გარკვეული დრო გაატარონ. საწყის ეტაპზე სიახლით სარგებლობას აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში შეძლებენ, სულ რამდენიმე თვეში კი ის ხელმისაწვდომი Instagram-ის ყველა მომხმარებლისთვის გახდება.

მომხმარებლებს სულ მალე ასევე შეეძლებათ, აპლიკაციის გათიშვის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართონ, რომელიც ყოველ 10, 20 ან 30 წუთში ერთხელ მათ დასვენებას ურჩევს.