მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instagram-ი მომხმარებლის, სახელად Metaverse-ის დაბლოკისთვის ბოდიშს იხდის

61b9a9aca54e9
თათია კაკიაშვილი
16.12.21 01:00
595
Instagram-ი მომხმარებლის - სახელად Metaverse ერთთვიანი დაბლოკისთვის ბოდიშს იხდის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2 ნოემბერს, ავსტრალიელ ტექნოლოგს და მხატვარს თეა-მაი ბაუმანს შეტყობინება მიუვიდა იმის თაობაზე, რომ ის სოციალურ ქსელში „დაბლოკეს იმის გამო, რომ თავი ვიღაც სხვად ასაღებდა“.

როგორც თავად თეა-მაი ბაუმანი აცხადებს, ის Instagram-მომხმარებელი 2012 წლიდანაა და ანგარიშს, სახელად @Metaverse შემოქმედებით საქმიანობაში იყენებს, როგორც მცირე ბიზნესის დასახელებას. მისი პროდუქცია, ძირითადად, თავის მოვლის საშუალებებს მოიცავს, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით კი ფრჩხილის მოვლის ნაკრები, ე.წ. Metaverse Nails-ი სარგებლობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ბაუმანი უშედეგოდ ცდილობდა Instragram-ზე საკუთარი ანგარიშის განახლებას, თუმცა სულ ორი დღის წინ, სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილი საბოდიშო წერილით შეიტყო, რომ საკუთარ ანგარიშს 1 თვის განმავლობაში ვერ გაააქტიურებს.

ცნობისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ, Instagram-ის მშობელმა კომპანია Facebook-მა რებრენდინგი განიცადა და გამოჩნდა, როგორც კომპანია Meta.