18.თებერვალი .2020 23:40

Instagram-ის მიხედვით 20 პოპულარული ადგილი საკემპინგო მანქანით მოგზაურობისთვის

views 367
უკან

როგორც გამოცემა Business Insider-ი იუწყება, საკემპინგო მანქანით მოგზაურობა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება, რაზეც Instagram-ზე მონიშნული პოსტებიც მეტყველებს: #VanLife - 6.6 მილიონჯერ იქნა მონიშნული Instagram-ზე, ხოლო #VanLifeDiaries – 1,3 მილიონჯერ.

სოციალურ ქსელში ხშირად ქვეყნდება პატარა სახლების ფოტოები, რომლებიც ბორბლებზეა განთვსებული, იქვე თანდართულია იმ ადგილების ამსახველი ფოტომასალა, სადაც საკემპინგო მანქანით იმოგზაურებს, ასევე აქტიურად აქვეყნებენ ბუნების ამსახველ ლამაზ ფოტოებს.

სოციალურ მედიაში მონიშნული პოსტებით მიხედვით გამოვლინდა 20 პოპულარული ადგილი საკემპინგო მანქანით მოგზაურობისთვის. პირველ ადგილზე გავიდა ვანკუვერი და ბრიტანეთის კოლუმბია (კანადა), მათ მოჰყვება ლოს-ანჯელესი, ხოლო მესამე ადგილზეა - ისევ კანადა ქალაქებით ბანფი და ალებრტა. ოცეულში ასევე მოხვდა, ვენეცია, მილანი, ლონდონი, მიუნხენი, ნიუ-იორკი და ჰამბურგი.

20 პოპულარული ადგილი საკემპინგო მანქანით მოგზაურობისთვის ასე გამოიყურება:

1. ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
2. ლოს-ანჯელესი, აშშ
3. ბანფი, ალბერტა, კანადა
4. ვენეცია, იტალია
5. პორტლენდი, ორეგონი
6. სან დიეგო, კალიფორნია
7. სან-ფრანცისკო, აშშ
8. მოაბი, იუტა
9. იელოუსსტონის ეროვნული პარკი, ვაიომინგი
10. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
11. მილანი, იტალია
12. სოფელი იოსემიტი, კალიფორნია
13. დენვერი, კოლორადო
14. მიუნხენი, გერმანია
15. ოქროს სანაპირო, ავსტრალია
16. ბენდ, ორეგონი
17. ჰამბურგი, გერმანია
18. რიჩმონდ, კანადა
19. ნიუ-იორკი
20. ეშვილი, ჩრდილოეთ კაროლინა