სოციალურმა ქსელმა Instagram-მა ბრაზილიელი მომხმარებლებისთვის ჩინური სერვისის TikTok-ის ანალოგი დაამატა. გამოცემა TechCrunch-ის თანახმად, Stories-ის ახალი ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, 15-წამიანი კლიპები ჩაწერონ, რომელზეც მუსიკისა და სხვადასხვა ეფექტის დამატება შესაძლებელი იქნება.
კლიპის შექმნისას, Instagram-ის მომხმარებლებს მუსიკის სხვა ვიდეოებიდან აღება შეეძლებათ, ისე როგორც ეს ჩინურ TikTok-შია. მზა ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, მათი ნახვა აბონენტებსა და „საუკეთესო მეგობრებს“ შეეძლებათ. ყველაზე პოპულარული ნამუშევრები სპეციალურ ჩანართში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, TikTok-ის მსგავსი სერვისი წამოიწყო პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, რომელიც Instagram-საც ფლობს. კორპორაციამ პროგრამა Lasso შექმნა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სიმღერების ჩაწერა საუნდტრეკში და 15-წამიანი კლიპების გაზიარება. Lasso-ს აპლიკაციაში შესვლა Instagram-ის ან კიდევ Facebook- ის გვერდიდან (რეგისტრაციის გარეშე) არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Bloomberg-მა, Mobile Tower-ის ანალიტიკური სერვისის - Sensor Tower-ის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივლისიდან სექტემბრამდე, TikTok 177 მილიონმა ახალმა მომხმარებელმა გადმოწერა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით ნაკლებია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინურ პროგრამას კონკურენციას სწორედ ამერიკული Lasso უწევს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე