13.ნოემბერი .2019 12:45

Instagram-მა TikTok -ის "კლონი" შექმნა

views 279
უკან

სოციალურმა ქსელმა Instagram-მა ბრაზილიელი მომხმარებლებისთვის ჩინური სერვისის TikTok-ის ანალოგი დაამატა. გამოცემა TechCrunch-ის თანახმად, Stories-ის ახალი ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, 15-წამიანი კლიპები ჩაწერონ, რომელზეც მუსიკისა და სხვადასხვა ეფექტის დამატება შესაძლებელი იქნება.


 
კლიპის შექმნისას, Instagram-ის მომხმარებლებს მუსიკის სხვა ვიდეოებიდან აღება შეეძლებათ, ისე როგორც ეს ჩინურ TikTok-შია. მზა ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, მათი ნახვა აბონენტებსა და „საუკეთესო მეგობრებს“ შეეძლებათ. ყველაზე პოპულარული ნამუშევრები სპეციალურ ჩანართში გამოჩნდება.

 

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, TikTok-ის მსგავსი სერვისი წამოიწყო პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, რომელიც Instagram-საც ფლობს. კორპორაციამ პროგრამა Lasso შექმნა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სიმღერების ჩაწერა საუნდტრეკში და 15-წამიანი კლიპების გაზიარება. Lasso-ს აპლიკაციაში შესვლა  Instagram-ის ან კიდევ Facebook- ის გვერდიდან (რეგისტრაციის გარეშე) არის შესაძლებელი.

 



აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Bloomberg-მა, Mobile Tower-ის ანალიტიკური სერვისის - Sensor Tower-ის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივლისიდან სექტემბრამდე, TikTok 177 მილიონმა ახალმა მომხმარებელმა გადმოწერა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით ნაკლებია.  ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინურ პროგრამას კონკურენციას სწორედ ამერიკული Lasso უწევს.