მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინსტამ“ HAVI-ის სამაცივრე მეურნეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

61960b03872ea
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.21 12:26
1551
„ინსტამ“, საერთაშორისო კომპანია HAVI-ის სამაცივრე მეურნეობისთვის, რომელიც „მაკდონალდს საქართველოს“ ემსახურება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მზის პანელების სისტემა დაამონტაჟა, რომლის სიმძლავრე 445 კვტ-ია.

პროექტის განხორციელება კომპანიამ 2021 წლის აგვისტოში დაასრულა და დღეს სამაცივრე მეურნეობაზე დამონტაჟებული მზის პანელების სისტემა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

პროექტის შესახებ დეტალურად HAVI-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ინოლა ქაფიანიძემ ისაუბრა:


„ინსტაში“, ბოლო პერიოდში საქართველოში მზის პანელებზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ და იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ამ მიმართულებით ბაზარზე ინტერესი გაიზარდა.

„მზის პანელებზე მოთხოვნის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იყო, რაც განსაკუთრებით იურიდიული პირების საქმიანობაზე აისახა. შესაბამისად, მზის პანელების დამონტაჟების შემთხვევაში კომპანიებისთვის პირველადი ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 5-6 წლამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, მზის პანელების გამოყენებისას ელექტროენერგიაზე გაკეთებული დანაზოგით ინვესტირებული თანხა დაახლოებით 5 წელიწადში ბრუნდება. ზოგადად ენერგიის გამომუშავების ეფექტურობის დეგრადაციის გათვალისწინებით მზის პანელების ფუნქციონირების პერიოდი 25 წელია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის მზის პანელების სისტემის დაყენება საინტერესო გახდა”, - განმარტა „ინსტას“ მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა გოგა ბზიკაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ინსტა“ 1998 წლიდან, ელექტრო საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს. დღეისთვის „ინსტაში“ 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია მომხმარებელს ელექტრო საინჟინრო სამუშაოების პროექტირებისა და მონტაჟის სრულ სერვისს სთავაზობს.

მზის პანელების მიმართულებით კომპანიის სერვისი მოიცავს: ტექნიკური კონსულტაცია, პროექტირება, მასალების მიწოდება, მონტაჟი და გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ასევე საქართველოში კომპანიას ელექტრო სამონტაჟო მიმართულებით ყველაზე დიდი ლოგისტიკური ცენტრი გააჩნია და მასალების რეალიზაციის კუთხით 500-ზე მეტ კომპანიას რეგულარულად ემსახურება.

(R)