24.მარტი .2020 15:05

ინსტრუქციები სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის - მთავრობა

views 247
უკან

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტების მიმართ დაწესებული ვალდებულებები განმარტა.

საკითხზე, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით. სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან ყველა ტემპერატურული რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა