მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ“ - სად შეიძენთ ინსულინის მედიკამენტებს?

64284161b7de8
BM.GE
01.04.23 18:34
812
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება.

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა.
შესაბამისი დადგენილება(2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო იმ ლოკაციების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ინსულინის მედიკამენტებია ხელმისაწვდომი. ეს მისამართებია: