მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-ი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის

607595b56fea0
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.21 23:00
604
Intel-ი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეა ავტომწარმოებლებს გლობალური მასშტაბით პრობლემა შეუქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პატ გელზინგე აცხადებს, რომ Intel-ი მზად არის კომპიუტერული ჩიპების დამზადება და მიწოდება მომდევო 6-9 თვის განმავლობაში უზრუნველყოს.

„ჩვენი გათვლებით ამ პრობლემის აღმოფხვრას შევძლებთ, მითუმეტეს არ გვჭირდება ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელსაც დაახლოებით 3-4 წელი მაინც სჭირდება“, - განაცხადა პატ გელზინგემ.

შეგახსენებთ, წამყვანი ავტოკონცერნები, როგორიც General Motors-ი, Ford-ი და Stellantis-ია კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის შესახებ აცხადებენ. კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და ჩიპების წარმოების შეფერხებული პროცესი დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.