მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel, Lucid, Nvidia, Novavax, Zoom - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში

62712cd047d18
გიორგი თოლორდავა
03.05.22 18:17
1930
2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე აპრილის თვე დასრულდა. მაისის პირველი ორშაბათი საფონდო ბირჟების ზოგადი ინდექსების აღმასვლით დაიწყო - აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების საერთო ინდექსი (S&P 500) გასულ 24 საათში დაახლოებით 0.6%-ით გაიზარდა; Dow Jones-ის ღირებულებამ 0.3%-ით მოიმატა; რაც შეეხება ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ Nasdaq-ის ინდექსს, მისი ღირებულება ერთ დღეში 1.6%-ით გაიზარდა.

გასულ 24 საათში უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს შორის საუკეთესო შედეგი Facebook-ისა და Instagram-ის მშობელ კომპანიას - Meta Platforms-ს ჰქონდა, მისი აქციების ღირებულება 5.3%-ით გაიზარდა. ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტის ზრდა, ძირითადად, პირველი კვარტლის შედეგებთანაა დაკავშირებული - მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კომპანიამ 27.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო; აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 4%-ით, 1.96 მილიარდამდე გაიზარდა.

გამორჩეული შედეგები ჰქონდათ შემდეგ ტექნოლოგიურ კომპანიებსაც: Align (+6.6%); Lucid (+5.4%); NVIDIA (+5.3%); Zoom (+5.2%); AMD (+5.1%); Netflix (+4.8); PayPal (+5.1%).

რაც შეეხება, უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, Intel-ის აქციები 3.2%-ით გაიზარდა; Microsoft-ის ღირებულებამ 2.5%-ით მოიმატა; Chevron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2%-ითაა გაზრდილი; 1.7%-ით გაიზარდა Disney-ს ღირებულება; Goldman Sachs-ის აქციების ფასი კი 1.6%-ით გაიზარდა.

ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ფონზე, მკვეთრად იზრდება ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები: Novavax (+19.2%); Inovio (+9.1); Sorrento (+7.3%); Moderna (+5.7%); BioNTech (+5.3); Adaptive Bio (+5.0%); Emergent (+4.3%); (Alnylam +4.2).

საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვირის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აშშ-ის ფედერალური რეზერვის პოზიციაა. მოსალოდნელია, რომ FED-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს და საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს. ასევე ეს კვირა დატვირთულია მსხვილი კომპანიების კვარტალური შედეგების გამოქვეყნებით:

ორშაბათი - Berkshire Hathaway; BlackRock; Devon; Mosaic; Global Payments.
სამშაბათი - BP; Pfizer; Starbucks; Hilton; Airbnb; AMD; Lyft; Marathon; Biogen.
ოთხშაბათი - Uber; Moderna; Marriott; CVS; Etsy; Marathon Oil; Murphy.
ხუთშაბათი - Shopify; Cloudflare; Epam; Cameco; Datadog; Crocs; Lucid.
პარასკევი - Goodyear; Under Armour; Draft Kings; Enbridge; Flour; Cigna.

ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღების ცენტრში სწორედ ის კომპანიები ექცევიან, რომელთაც 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გამორჩეული ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.