მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-მა გერმანიაში ჩიპების საწარმოს აშენების გეგმა გადადო - კომპანია მთავრობისგან სუბსიდიას მოითხოვს

63a06094f3094
გიორგი თოლორდავა
20.12.22 00:05
649
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Intel-მა გერმანიაში ნახევარგამტარი ჩიპების საწარმოს აშენების გეგმა გაურკვეველი ვადით გადადო.

კომპანიის განმარტებით, პროექტის თავდაპირველი ღირებულება 18 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ინფლაციისა და მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო, ხარჯები $21 მილიარდამდეა გაზრდილი, რის გამოც Intel-ი იძულებულია ქარხნის მშენებლობის გეგმა გადადოს ან გერმანიის მთავრობისგან სუბსიდია მოითხოვოს.

საგულისხმოა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული $18 მილიარდიდან თითქმის $8 მილიარდი სახელმწიფო სუბსიდია იყო, ამჟამად კი Intel-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების $11 მილიარდამდე გაზრდას მოითხოვს.

საგულისხმოა, რომ Intel-ის ქარხანას გერმანიისა და ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, EU მიზნად ისახავს, რომ 2030 წლამდე ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის 20%-ის დაკავება შეძლოს, ამისათვის კი აუცილებელია, რომ Intel-მა ქარხანა დროულად ააშენოს და ჩიპების წარმოება ევროპაში დაიწყოს.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთ კორეა და ინდოეთი ნახევარგამტარების წარმოების მიმართულებით ინვესტიციებს მკვეთრად ზრდიან, ევროკავშირი კი იძულებული ხდება რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს და არახელსაყრელ შეთავაზებებსაც დათანხმდეს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.