მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი რომში (R)

60ffff6c818f9
BM.GE
27.07.21 10:15
685
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესმა იტალიაში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. ახალი ოფისი რომის ცენტრალურ ნაწილში, შემდეგ მისამართზე მდებარეობს: Via di S. Vito, 6, 00185 Roma RM, Italy.

"ინტელიექსპრესი" იტალიაში, პარტნიორთა ქსელის საშუალებით, 10 წელზე მეტია ოპერირებს და ქვეყნის მთელს ტერიტორიას ფარავს. მისი პირველი ფილიალი, ქალაქ ბარიში, 2014 წელს გაიხსნა. რომში ფილიალის გახსნაც ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად მოხდა. ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ მაღალი სტანდარტის სერვისს შესთავაზებს.

"ინტელიექსპრესის" მომხმარებელს საშუალება ექნება განახორციელოს ფულადი გზავნილები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, გადაიხადოს კომუნალური მომსახურებები, ისარგებლოს საბანკო ჩარიცხვებით და სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტით.

"ინტელიექსპრესი" ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც მომხმარებელს გზავნილების სერვისს როგორც საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ისე პარტნიორთა ქსელის დახმარებით სთავაზობს. ინტელიექსპრესს აქვს ფილიალები საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში და თურქეთში. იგი ლიცენზირებულია ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის სხვადასხვა სახელმწიფოში და აქტიურად მუშაობს საქართველოში ევროპული სერვისების დანერგვის კუთხითაც.

ინტელიექსპრესი