მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, გზის კიდევ ერთ მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვა

5e29f405283c6
BM.GE
23.01.20 23:26
1116
აღაიანი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

უწყების ფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ40–კმ158 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.