მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციისთვის აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება - დეგნანი

607419e632da8
ინგა მურუსიძე
12.04.21 14:03
732
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ის ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროცესი პანდემიის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვაქცინაცია მნიშვნელოვანია განსაკურებით იმისათვის, რომ აღდგეს ნორმალური ცხოვრების რიტმი, მათ შორის აუცილებელია ეკონომიკური აღდგენა. ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა. ასევე ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი პანდემიასთან ბრძოლაში.

შესაბამისად, უნდა ამაღლდეს ცნობიერება ამ კუთხით, თუ როგორ შეიძლება ვაქცინაციით პანდემიის დასრულება, რადგან ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ შეინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის მატება როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და აქაც, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია წესების დაცვა იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიხსნას, ტურისტები შემოვიდნენ და პანდემიის იმართოს.