20.ივნისი .2022 20:00

ინტერკონექტორის IGB -ის მეშვეობით, ბულგარეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო

ინტერკონექტორის IGB -ის მეშვეობით, ბულგარეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო
views 538
უკან

ინტერკონექტორის IGB -ის მეშვეობით, ბულგარეთისთვის აზერბაიჯანული გაზის სატესტო მიწოდება დაიწყო.

მილსადენის მფლობელი ICGB AD -ის ინფორმაციით, გაზის მიწოდება საბერძნეთი ბულგარეთის ინტერკონექტორის ჯერ სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს, კომერციული ექსპლუატაცია ჯერ არ დაწყებულა.

აზერბაიჯანსა და ბულგარეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბულგარეთმა შაჰ-დენიზი 2-ის საბადოდან 1 მლრდ კუბ/ მეტრი გაზი საბერძნეთთან არსებული ინტერკონექტორი უნდა მიიღოს, თუმცა რადგანაც ეს პროექტი დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდა, გადაწყდა, რომ ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს ალეტერნატიული მარშრუტით მიიღებდა. წლიურად მხოლოდ დაკონტრატებული გაზის მესამედის მიწოდება მოხდა.

ინტერკონექტორის სიმძლავრე 3 მლრდ კუბ/მეტრია, 5 მლრდ კუბ/მ-მდე გაზრდის პერსპექტივით.