მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლების სტატისტიკა - ვინ ლიდერობს?

5ebd51eba45fc
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.20 18:14
1710
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტში ჯამში 45,808,970 ლარი გადაიხადა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 13%-ით მეტია. ეს თანხა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საბოლოო აბონენტებისთვის მიწოდებული ინტერნეტის ღირებულება უმსხვილესი კომპანიების მიხედვით (იანვარ-თებერვალი):

1 მაგთიკომი - 21,293,058 ლარი, ზრდა წინა წელთან 13.27% ;
2 სილქნეტი - 16,213,386 ლარი, ზრდა წინა წელთან 11.16% ;
3 ახალი ქსელები - 1,325,753 ლარი, ზრდა წინა წელთან 8.17% ;
4 ახტელი - 713,379 ლარი, ზრდა წინა წელთან -0.95% ;
5 სქაიტელი - 1,058,439 ლარი, ზრდა წინა წელთან 129.46%

აბონენტების რაოდენობა:
.
1 მაგთიკომი - 449,147 აბონენტი;
2 სილქნეტი - 286,685 აბონენტი;
3 ახალი ქსელები - 32,198.00 აბონენტი;
4 სქაიტელი - 19,305 აბონენტი;
5 ახტელი - 17,235 აბონენტი;

ჯამში ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტით 920 ათასი აბონნეტი სარგებლობს. წლიურ ჭრილში აბონენტების რაოდენობა 2019 წლის თებერვალთან შედარებით 82 ათასით არის გაზრდილი.