22.აპრილი.2016 12:32
EU Georgia, საზოგადოება

ინტერნეტ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად, შესაძლოა ახალი კანონი შემუშავდეს

ინტერნეტ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად, შესაძლოა ახალი კანონი შემუშავდეს
ინტერნეტ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად შესაძლოა ახალი კანონმდებლობა შემუშავდეს, რომლის მიხედვითაც ავტორის მხრიდან არალეგალური ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდებიდან მოხსნა სასამართლოს გარეშე იქნება შესაძლებელი. საავტორო უფლებების თემაზე "საქმიან დილასთან" საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გოგილიძე საუბრობს.

- ბატონო ნიკოლოზ, როგორ პოლიტიკას ატარებს საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით და აღსრულების თვალსაზრისით რა პრობლემებს ხედავთ?

- დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ისტორიის განვითარების ახალ ეტაპზეა. ევროკავშირის ასოცირების ხელმოწერით საქართველომ პრაქტიკულად დაასრულა ის ჰარმონიზაციის სავალდებულო პროცესი ევროკავშირის და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რომელიც საჭირო იყო. კანონმდებლობის დახვეწა, რა თქმა უნდა, მუდმივი პროცესია და ყოველთვის საჭიროებს გარკვეულ განახლებას. ძირითადი ნაწილი და მთავარი ბაზა ზუსტად ისეა შექმნილი, როგორც ეს თანამედროვე მსოფლიოში არის. ახალი ეტაპი იმას გულისხმობს, რომ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია ბევრად უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს, როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მხრიდან და უფრო მყარად და ძლიერად უნდა მოხდეს ინტელექტუალურ საკუთრებაზე აღსრულება.

ამ კუთხით, წელიწადზე მეტია უკვე, რაც ფუნქციონირებს ინტელექტუალური აღსრულების საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა ის სახელმწიფო უწყება გაერთიანდა, რომელიც მეტნაკლებად კავშირშია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან სახელმწიფოს მხრიდან და ვართ გარკვეული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, გარდა იმისა, რომ ინტელექტუალურ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს კოორდინირებას ყოველდღიურ ბრძოლას ვუწევთ. გარკვეულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე ვმუშაობთ, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს კერძო სექტორის, ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ზარალდება და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოხდება იმ კონკრეტულ სფეროებზე, სადაც ის ყველაზე მწვავედ დგას.

- ინტერნეტი ეს ის სივრცეა, სადაც ძალიან ხშირად ვაწყდებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევებს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამის პრევენციისთვის უკვე გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა დაწყებულია, რომ ინტერნეტ სივრცეში ასე ხშირად აღარ მოხდეს საავტორო უფლებების დარღვევა?

- ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობთ ახალი კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გარეშე, შესაძლებელი იქნება ავტორის მხრიდან ინტერნეტში არალეგალური კონტენტის ჩამოხსნა და გაქრობა, საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნის საფუძველზე.

თუმცა, ეს კანონი არ იქნება გარანტი იმისა, რომ მომავალში საერთოდ არ იქნება უფლებების დამრღვევი წარმოებული პროდუქცია. ამის 100 პროცენტიანი არც გარანტია არ არსებობს და არც ქვეყანა არ არსებობს, სადაც 100 პროცენტით იქნება ეს უფლებები დაცული. ეს კანონი საავტორო უფლებების მესაკუთრეს საშუალებას მისცემს თავისი უფლებები დაიცვას. რამდენად გადაწყვეტს ეს თუ ის საავტორო უფლებების მფლობელი საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის გამოყენებას და შესაბამისი მექანიზმების განხორციელებას, ეს უკვე მათზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, მექანიზმი ძალიან ეფექტურია, კერძოდ ავტორს არანაირი სასამართლო პროცესი არ სჭირდება იმისთვის, რომ ვებგვერდიდან მისი პროდუქცია ჩამოიხსნას. მას მხოლოდ და მხოლოდ წერილის მიწერა დასჭირდება გარკვეულ სუბიექტზე ვინც ამ კუთხით კომპეტენტურია და ის თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე ამა თუ იმ ვებ-გვერდიდან ჩამოხსნის იმ არალეგალურ კონტეტნს, რომელიც დღეს ინტერნეტში უხვად არის.

ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა თაობაზე უნდა გაკეთდეს, ვინაიდან ის ხალხი, რომელიც იმ მენტალიტეტით გაიზრდება, რომ ინტელექტუალური საკუთრება ისეთივე საკუთრებაა, როგორიც არის ნებისმიერი სხვა მატერიალური აქტივი და როდესაც იპარავ მუსიკას ეს იგივეა, რომ მანქანა მოიპარო, ზოგიერთ შემთხევაში შეიძლება ისეთი საავტორო უფლებების დაცული რამ მოიპარო, რომლის ღირებულებაც მეტი იყოს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური ობიექტის. ეს იქნება ყველაზე უფრო დიდი ნაბიჯი ამ უფლებების დაცვის და პატივისცემის.

15.აპრილი.2019 13:23
197

ევროკავშირის ელჩი: საქართველო, როგორც ბრენდი, ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს

ვრცლად
11.აპრილი.2019 18:13
185

გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

ვრცლად
10.აპრილი.2019 19:51
183

"ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა"

ვრცლად
08.აპრილი.2019 18:05
276

რა არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის? - ევროკავშირის ელჩის მოსაზრება

ვრცლად
07.აპრილი.2019 20:03
399

ევროკავშირის TOP-5 ქვეყანა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემოვიდა

ვრცლად
29.მარტი.2019 09:40
398

კორპორატიული სესხი ევროში მოთხოვნადი პროდუქტი ხდება

ვრცლად