მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტიზაციაზე პასუხისმგებელ “ოფენ ნეტის” დირექტორს კომუნიკაციების კომისიის წევრობა სურს

61cb3635263ce
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.21 20:45
683
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში კომუნიკაციების კომისიაში არსებული ვაკანტური პოზიციის შევსებისთვის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს. კომისიაში შესვლა სამ კანდიდატს - ივანე მახარაძეს, ნინო ქუბინიძეს და მარიამ სულაბერიძეს სურთ.

მარიამ სულაბერიძე ამჟამად მთავრობას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” დირექტორია, ეს ორგანიზაცია ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციაზეა პასუხისმგებელი. სულაბერიძე ამ პოსტს 2020 წლის ივლისიდან იკავებს, გარდა ამისა ის რამდენიმე თვის განმავლობაში “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველიც იყო.

ინტერნეტიზაციის პროექტის ბიუჯეტი რამდენიმე დღის წინ კიდევ გაიზარდა, რადგან 2020 წელს მსოფლიო ბანკიდან აღებულ 35 მილიონი ევროს კრედიტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის 35 მილიონი ევროს კრედიტიც დაემატა. შესაბამისად მისი ბიუჯეტი 70 მილიონი ევროა და მის ფარგლებში ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები საქართველოს რეგიონებში უნდა განლაგდეს.

“ოუფენ ნეტის” დირექტორი იყო კომუნიკაციების კომისიის წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი ნინო ქუბინიძეც, რომელიც ამ პოსტზე 2016-2020 წლებში მუშაობდა.