მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტიზაციის პროექტში, სავარაუდოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება

5e00a55a18112
ინგა მურუსიძე
23.12.19 15:26
2303
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, დიდი ალბათობით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი უწყებაა.

„ჩვენ ამ ეტაპზე გადავდივართ უკვე პროექტირების შესყიდვაზე. ვამზადებთ ტექნიკურ დავალებას პროექტირებისთვის;როცა დასრულდება პროექტირება, გამოჩნდება რა ნაწილს აფინანსებს მსოფლიო ბანკი და რა ნაწილს - ბიუჯეტი და საჭიროა თუ არა დამატებითი რესურსის მოზიდვა. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და დიდი ალბათობით მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება მშენებლობის ნაწილში, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი უწყება მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელების კუთხით. აქედან გამომდინარე, მივყვებით გეგმას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

bm.ge-ის კითხვაზე - ჩაერთვება თუ არა პროექტის განხორციელებაში ფონდი “ქართუ“, თურნავამ უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.

„საჭიროების შემთხვევაში „ქართუ“ ყოველთვის აცხადებდა და ახლაც აცხადებს, რომ მზად არის, უბრალოდ, ჯერ უნდა ვნახოთ ბიუჯეტი და უნდა გავიგოთ იქნება თუ არა საჭირო რომელიმე სხვა რესურსის მოძებნა გარდა მსოფლიო ბანკისა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა, რეალურად ამ დრომდე არ დაძრულა.