19.მარტი .2020 17:05

ინტერვენციის შედეგად, ლარი დოლართან 2.4 თეთრით, ევროსთან 9 თეთრით გამყარდა

views 623
უკან

19 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.4 თეთრით გამყარდა, შედეგად ახალი კურსით ერთი დოლარი 3.1568 ლარს შეადგენს. ევროსთან მიმართებით კი გამყარება უფრო დიდია და 9 თეთრს შეადგენს. ახალი კურსით ერთი ევრო 3.4109 ლარი ღირს. 

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც 2020 წლის რიგით მეორე ინტერვენციაა. პირველი ინტერვენცია 13 მარტს შედგა, რომელზეც $20 მილიონი დოლარი გაიყიდა. 

დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე არაა გასაკვირი, რომ ლარი უფასურდება.

"ბირჟები ჩამოშლილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლარი არის გაუფასურებული. ეს არის ის, რაც არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს,"- განაცხადა გვენეტაძემ. 

ბოლო 10 სამუშაო დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 14%-ით გაუფასურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა