მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ამილახვართან

5ec53c77a6b4e
BM.GE
20.05.20 18:17
2874
ინტერვიუ თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორთან, სამართლის დოქტორთან, გიორგი ამილახვართან. 

- როგორ გადაეწყო თბილისის ღია უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე და როგორ უპასუხა ამ გამოწვევას?

სამი თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასეთი რამ დატრიალდებოდა მსოფლიოში და სრულიად ახალი რეალობის წინაშე დავდგებოდით. რათქმაუნდა უმაღლესი განათლებაც საქართველოში დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, თუ როგორ ეპასუხა გლობალური გამოწვევისთვის და გადაწყობილიყო საკმაოდ მცირე დროში დისტანციურ სწავლებაზე. ჩვენს უნივერსიტეტში მოვახდინეთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება და პრაქტიკულად ერთ კვირაში მოვახერხეთ მსოფლიოში გავრცელებული დისტანციური სწავლების პლათფორმების შეძენა და დაინტეგრირება ჩვენს შიდა მართვის პროგრამასთან. შევიმუშავეთ დეტალური ინსტრუქციები და მეთოდოლოგია ჩვენი პროფესორებისთვის და სტუდენტებისთვის, მცირე დროში ჩავუტარეთ ყველა მხარეს ტრენინგები და აქტიურად გადავერთეთ დისტანციურ სწავლაზე. ჩემ და სასიხარულოდ როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ასევე პროფესორებმა და სტუდენტებმა უაღრესად მაღალი მობილიზება მოახდინა, სწრაფად ადაპტირდა ახალი სწავლების ფორმაზე და უკვე გადასვლიდან ორი კვირის თავზე სრულად გამართულად იყო აღნიშნული პროცესი. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს და პროფესორებს, თავდაუზოგავი შრომისთვის. უკვე დასასრულისკენ მიდის მიმდინარე სემესტრი და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, თბილისის ღია უნივერსიტეტში არსებულ ყველა პროგრამაზე სტუდენტები სრულად გავლენ სწავლის შედეგებზე.

- მოგვიყევით ღია უნივერსიტეტის და საგანმანათლებლო კომპანია ედ ტეკის თანამშრომლობის შესახებ.

ჩვენ უკვე ორი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანია ედ ტეკთან, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საგანმანათლებლო პლატფორმებს, როგორიცაა მურწყუ, ჰუბუ და სხვა. თბილისის ღია უნივერსიტეტი აქტიურ ყურადღებას უთმობს განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ჩვენი სოცილური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად მხარს ვუჭერთ ისეთ პროექტებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს და აბიტურეიენტებს ეხმარებათ როგორც ერთგავრი დამხმარე ხელსაწყო გაკვეთილების და ეროვნული გამოცდების მომზადებაში. მურწყუს და ჰუბუს პლატფორმებით, ღია უნივერსიტეტის მხარდაჭერით არაერთი ასეთი პროექტი განხორციელდა და ამ კუთხით ნამდვილად სასიხარულოა ის შედეგები რასაც ვხედავთ სკოლის მოსწავლეებში. სულ ახლახანს ღია უნივერსიტეტთან პარტნიორობით და მისი მხარდაჭერით ედ ტეკმა წარადგინა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი tvschool.ge. ეს იყო ჩვენი ერთობლივი ტექნოლოგიური პასუხი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან, რომლითაც უკვე ათასობით მასწავლებელი და სკოლის მოსწავლე იყენებს. მომავალშიც დაგეგმილია არაერთი ტექნოლოგიური პროექტის ერთბოვლივად განხორციელება განათლებაში და ჩვენ ამის მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ.

- რა პერსპექტივებს ხედავთ დისტანციურ სწავლების განვითარებაში.

უნდა აღინიშნოს, დისტანციურ სწავლაზე გადასვლის პირველი ეტაპი ნამდვილად იყო ღია უნივერსიტეტისთვის და მთლიანად უმაღლესი განათლებისთვის გამოწვევა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა ეს პირიქით შესაძლებლობა აღმოჩნდა ჩვენთვის. დაგროვდა საკმაოდ დიდი პოზიტიური გამოცდილება იმ დისტანციური სწავლების კომპონენტებისა, რომლებიც თავისუფლად შესაძლებელია ინტეგრირდეს ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში და პირიქითაც ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნება პროცესში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, განსაკუთრები სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის. ამ კუთხით აუცილებელია გადახედილი იქნას ის საკანონმდებლო რეგულაციები და უმაღლესი განათლების მარეგულირებელი სტანდარტები, რომლებიც ზღუდავენ საქართველოში დისტანციურ სწავლებას. მიმაჩნია ამ კუთხით აქტიურად უნდა გაიხნსას დისკუსია და არათუ დაშვებული იქნას დისტანციური სწავლების გარკვეული კომპონენტები, არამედ წახალისებულიც კი, როგორც ქართველ ისე უცხოელ სტუდენტებში. მომავლის პერსპექტივა გვიჩვენებს, რომ მსოფლიო წამყვანი ქვეყნები და უნივერსიტეტბი უფრო მეტად ორიენტირებული გახდებიან დისტანციურ სწავლების კომპონენტებზე, ვიდრე ეს კოვიდამდა იყო, ამიტომ ამ კუთხით საქართველოს დიდი შესაძლებლობა ეძლევა რეგიონში თვალსაჩინო მაგალითი იყოს დისტანციური სწავლების, რომელიც უფრო მოდერნიზებულს და მსოფლიო სტანდარტებზე ორიენტირებულს გახდის ქართულ უმაღლეს განათლებას.
NS