მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტიცია არასტაბილურ რეგიონში რისკებთან არის დაკავშირებული და ასე აღვიქმებით დღეს უცხოელების თვალში“

6245b82ced7c1
თათია ჩაფიჩაძე
03.04.22 21:42
812
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ფიქრობს, რომ უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ბაზარი არასტაბილურია. „საქმიან დილასთან“ საუბრისას სამყურაშვილი განმარტავს, რომ ერთი მხრივ გაძვირებული ფული და მეორე მხრივ ომის ფაქტორი, ახალი პროექტების განხორციელების მოლოდინებს არ ქმნის.

„წელი დაიწყო საკმაოდ პოზიტიურად, გაყიდვების მაჩვენებელი იანვარ-თებერვალში საკმაოდ მაღალი იყო, მარტში გვაქვს უკვე ახალი მოცემულობა ომიდან გამომდინარე. პირველი, რაც გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე ეს არის კურსი, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის და მასალების ღირებულების გამო. კურსი გადადის ინფლაციაში, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ეს აძვირებს ლარში იპოთეკური სესხების პროცენტს. ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს ბაზარზე, თუმცა ჯერჯერობით, ამის მიუხედავად დინამიკა კარგია, რეალურად რასაც ვხედავთ ქირაზე იზრდება ფასი, რაც გამოწვეულია მოთხოვნით.

ამ პერიოდში მთავრი პრობლემაა არასტაბილურობა, ამ მოცემულობაში რთულია დაგეგმო ისეთი გადაწვეტილებები როგორიცაა ბინის შეძენა, მეორე მხრივ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მერყეობს სასაქონლო პროდუქციაზე, ენერგო მატარებლების ფასები იზრდება რაც ზრდის წარმოების ხარჯებს, შესაბამისად ეს აისახება ადგილობრივ ბაზარზე და რთულია იმის გათვალა რა დაუჯდება დეველოპერს ესა თუ ის პროექტი.

ის ფაქტორი რომ ქირაზე მოთხოვნა იზრდება ცალსახად დადებითად მოქმედებს უძრავი ქონების როგორც საინვესტიციო პროდუქტის ღირებულებაზე, მაგრამ მეორე ფაქტორია პოლიტიკური არასტაბილურობა რაც ახლავს ამ პროცესს, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ინვესტიცია არასტაბილურ რეგიონში რისკებთან არის დაკავშირებული და ასე აღვიქმებით დღეს უცხოელების თვალში. თუ არ დასრულდა ომი რთული იქნება თქმა როგორ შეიცვალა ინვესტორების მოლოდინები“, - მიიჩნევს სამყურაშვილი.