პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმადო დამძიმებულია და ქვეყნის ეკონომიკა 2021 წელს პრობლემებით დახუნძლული ხვდება. ამის შესახებ მან პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„პანდემიის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე არის 7.1 მლრდ ლარზე მეტი. 2021 წელს ჩვენი ეკონომიკა მოწყვლადი და საკმაოდ პრობლემებით დახუნძლული ხვდება - გაზრდილია უმუშევრობა; შემცირებულია მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები; შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა, კაპიტალური დანახაჯები - ინვესტიციები; გაზრდილია დავალიანებები, ხოლო წლის განმავლობაში ლარი დაახლოებით 15%-ით არის დევალვირებული, ინფლაცია საშუალოდ 5.2% და ა.შ.“, - განაცხადა კოვზანაძემ.
პარლამენტარის თქმით, მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა, ილუზიები არ უნდა შევიქმნათ და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
„იმედით შევყურებთ 2021 წელს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან შემოდინებას ექნება ადგილი. თითოეული მილიონი ამერიკული დოლარი, ვფიქრობ, რომ სანთლით საძებარი იქნება; ასევე არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის ფონზე ვაჭრობის სექტორი, რომელიც პანდემიამდელი მშპ-ს დიდ ნაწილს - 14%-ს ქმნიდა სრულიად აღდგება; არ მაქვს ილუზია, რომ უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები, რომელიც მშპ-ს 11.5% იყო, სრულიად აღდგება; არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ტურიზმი, რომელიც მშპ-ს 8% იყო და ტურიზმიდან შემოსავლები 3.5 მლრდ დოლარს უახლოვდებოდა, პანდემიამდე არსებულ დონეს ალბათ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვერ აღიდგენს.
საბანკო სექტორი წელს დაამთავრებს ალბათ ზარალით, ან მოგება მიუახლოვდება 0-ს. ვფიქრობ, ეს 2008-2009 წლის შემდეგ პირველად ხდება. მდგომარეობა რთულია და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გათვლით ეკონომიკები პანდემიამდელ დონეს უკეთეს შემთხვევაში 2022 წლის ბოლოს თუ დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?